ამოცანა 9
შემუშავებული ტექნოლოგიური რეკომედაციები
სასურველია წვენების ფერმენტაციის პროცესი ჩატარდეს 37 °C ტემპერატურაზე თერმოსტატში 3 დღის განმავლობაში, წვენში რძემჟავა ბაქტერიები 107-108 კწე/მლ-ის ოდენობით უნდა იყოს ინოკულირებული, რათა პროდუქტში ფერმენტაციისა და სამაცივრე პირობებში შენახვის შემდეგ შენარჩუნდეს მიკროორგანიზმების ის რაოდენობა (107 კწე/მლ), რომელიც დადგენილია გასტროენტეროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (World Gastroenterology Organization).
საწარმოო პირობებში ტექნოლოგიური პროცესი ითვალისწინებს პასტერიზაციას, რის შემდეგაც 50-55 °C ტემპერატურამდე გაგრილებულ წვენში უნდა მოხდეს ინოკულატის შეტანა.
წვენი ფერმენტაციის შემდეგ უნდა მოთავსდეს მაცივარში და მისი შენახვა დასაშვებია არაუმეტეს 21-35 დღისა, რადგან ამ ხნის განმავლობაში ნარჩუნდება სიცოცხლისუნარიანი უჯრედების რაოდენობა 107 კწე/მლ-ში.